|
2026-09-15 12:31:56, 1971 ნახვა
პოლიტიკა
შარმანაშვილი - პარტიები, რომლებიც არაკონსტიტუციურ ქმედებებს ჩადიოდნენ და ახლაც ჩადიან, პოლიტიკურ საქმიანობას უნდა ჩამოშორდნენ
საკონსტიტუციო სარჩელის ვადა იანვრისთვის გადიოდა და სასამართლოს მიმართ თხოვნა გვექნება, იქნებ, სარჩელის განხილვა ამავე ვადებში მოხდეს. სარჩელს გამოვიტანთ, შევავსებთ და შევიტანთ, – ამის შესახებ ოლიგარქ ივანიშვილის წარმომადგენერლმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო წელი არ არის და სამ თვეს მნიშვნელობა არ აქვს. „ჩვენი ტაქტიკა ცნობილია – პარტიები, რომლებიც არაკონსტიტუციურ ქმედებებს ჩადიოდნენ და ახლაც ჩადიან, პოლიტიკურ საქმიანობას უნდა ჩამოშორდნენ, რათა იმ პარტიებს და იმ ორგანიზაციებს გზა გაეხსნათ, რომლებსაც ისინი ხელს უშლიდნენ, რომ პოლიტიკურ ველზე შესულიყვნენ. სარჩელს გამოვიტანთ, შევავსებთ და შევიტანთ, მაგრამ სასამართლოს ვთხოვთ, რომ ეს იანვარს არ გადაცდეს. ჩვენი ამოცანაა, ეს პარტიები არაკონსტიტუციურად იყოს ცნობილი. სამი თვის შემდეგ იქნება თუ ახლა, რა მნიშვნელობა აქვს? ახლა საარჩევნო წელი არ არის, არც მომდევნო წელი. ამდენად, ამ ერთ, ორ და სამ თვეს მნიშვნელობა არ აქვს. არ გვაინტერესებს, ვინ დარჩება და ვინ – არა. პოლიტიკირ ველზე არცერთი არაკონსტიტუციური პარტია არ უნდა დარჩეს. შევეცდებით, დავამტკიცოთ, რომ ეს პარტიები არაკონსტიტუციურია. ჩვენ ჩვენსას შევეცდებით, მათ თავიანთი დაიცვან. სარჩელი როდესაც ყალიბდება ან პოლიტიკური პარტია გადაწყვეტილებას იღებს, ყველას შეიძლება, სხვადასხვა მოსაზრება ჰქონდეს. იმ ეტაპზე ჩაითვალა, იქნებ არ ღირდა და კონცენტრირება უნდა მოგვეხდინა, ვთქვათ, იმ პარტიებზე, რომლებზეც უკვე შეტანილი გვქონდა. ახლა ჩაითვალა, საქმეს თუ ვაკეთებთ, რომ არაკონსტიტუციური პარტიებისგან გაიწმინდოს პოლიტიკური ველი, მაშინ არაკონსტიტუციურ პარტიად ვისაც ვთვლით, მოდი, გრადაციას ნუღარ მოვახდენთ და ყველა ეს საკითხი განხილულ იქნეს სასამართლოში. დანარჩენი სასამართლოზეა დამოკიდებული, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს გაიზიარებენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა. ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს. „ქართულ ოცნებას“კონსტიტუციური სარჩელი უკვე წარდგენილი აქვს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)