20:30 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-12 16:41:24, 3232 ნახვა

სამართალი
ექიმ მაია კოხტაშვილს შეეფარდა საპატიმრო გირაო - 50 000 ლარი

ექიმ მაია კოხტაშვილს შეეფარდა საპატიმრო გირაო - 50 000 ლარი.

ექიმს მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო ედავებიან.

მაია კოხტაშვილმა, დღეს თელავის სასამართლოში თქვა, რომ მასთან დასახმარებლად მამაკაცი მივიდა, რომელიც ექიმს არწმუნებდა, რომ ბებიის მკურნალობისთვის კონკრეტული წამალი სჭირდებოდა.

ადვოკატის მტკიცებით, ეს კაცი სინამდვილეში პროვოკატორი აღმოჩნდა.

როგორც სხდომიდან გახდა ცნობილი, პირი რომელიც ექიმთან დასახმარებლად მივიდა, ფინანსური პოლიციის თანამშრომელი, ბექა მარტყოფლიშვილია. 

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილის თქმით, ექიმი მაია კოხტაშვილი რუსთაველის პროტესტის აქტიური მონაწილის დედაა. 

"ახმეტაში დაკავებული ნევროლოგის, მაია კოხტაშვილის საქმეზე აგენტი-პროვოკატორია ბექა მარტყოფლიშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი!

ბებია ჰყავდა ვითომ ლოგინად ჩავარდნილი ახმეტიდან შორს მდებარე სოფელ ნაფარეულში, სამწვერა ნერვის ანთებით და მწვავე ტკივილებით, ვითომ ბებია - მაყვალა მარტყოფლიშვილი", - წერს მთივლიშვილი.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics