02:34 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-11 15:18:58, 1711 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის წარმომდგენელი ზარქუა ევროკავშირის ხელმძღვანელობას ლანძღავს

კუბილიუსები, ანა ფოტიგები, რაისა „კომუნისტკები“ და მარტა კოსები – ევროკავშირის ხელმძღვანელობაში დღეს არის საბჭოთა კავშირის ნომენკლატურა, რომელსაც უნდა, დაგვიწესოს, როგორ ვიცხოვროთ, – ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატია ყველაფერს ასცდა და საბჭოთა კავშირს დაემსგავსა – თავიანთი დამოკიდებულებით, ხისტი პოლიტიკით, ხელების გადაგრეხვით.

„თვითონ კარნახობენ, ვისთან უნდა ისაუბრო, ვისთან უნდა გქონდეს ბიზნესაქტიურობები – ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩრდილოეთთან, სამხრეთთან არ უნდა ითანამშრომლო. მარტო იმათთან უნდა ითანამშრომლო, ვინც აქ რევოლუციას გვიწყობს. წარმოიდგინეთ, კუბილიუსები, ანა ფოტიგები, რაისა „კომუნისტკები“ და მარტა კოსები – ეს საბჭოთა კავშირის ნომენკლატურაა დღეს ევროკავშირის ხელმძღვანელობაში და ამ საბჭოთა კავშირის ნომენკლატურამ უნდა დაგვიწესოს ჩვენ, როგორ ვიცხოვროთ და როგორ ვისუნთქოთ. ეს ყველაფერი ამაზრზენი და მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics