|
2026-09-11 15:12:49, 2543 ნახვა
საზოგადოება
თურქი დიჯეი, რომელმაც ადრე სოხუმში კონცერტი გამართა, თბილისში შოუს გეგმავს
რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის ცნობით, პოპულარული თურქი არტისტისა და დიჯეის, ბერატ მერთ დემირის, ცოცხალი კონცერტი 25 სექტემბერს, თბილისშია დაგეგმილი. „ბერატ მერთ დემირი პირველად ეწვევა საქართველოს და თავის უნიკალურ მუსიკასა და პოპულარულ ჰიტებს ცოცხლად შეასრულებს ქართველი აუდიტორიისთვის“, - ნათქვამია სოციალურ მედიაში და Biletebi.ge პლატფორმაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. კონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარე რესპუბლიკის ღონისძიებების დარბაზში გაიმართება. ჟურნალისტმა გიგა ბენიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არტისტი რამდენიმე კვირის წინ ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია. მან მოუწოდა თბილისში დაგეგმილი კონცერტის ორგანიზატორებს, რომ ღონისძიება გაეუქმებინათ. „გვეუბნებიან, რომ ეს თურქი დიჯეი, სავარაუდოდ, პირველად სტუმრობს საქართველოს. ბერატ მერთი რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა აფხაზეთში. აფხაზეთი აღარ არის საქართველო? გავაუქმეთ „ოკუპაციის შესახებ კანონი“?“ - წერს ბენია. სოციალურ მედიაში დემირის სოხუმში გამართული კონცერტიდან მრავალი ვიდეო გავრცელდა. არტის ინსტაგრამის გვერდზე ასევე გამოქვეყნდა სოხუმში გადაღებული ვიდეო, თუმცა ქალაქი არ იყო მითითებული. ბერატ მერტ დემირი, სავარაუდოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან შევიდა; სოხუმამდე კი ის სოჭში გამოვიდა. თუ თურქი არტისტი მართლაც იმყოფებოდა აფხაზეთში, მან დაარღვია საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რეგიონში შესვლის უფლებას მხოლოდ თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით აძლევს.
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)