|
2026-09-11 15:11:13, 1111 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია
სასაცილოა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, – ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებაზე, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“. „ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს აშშ. იმდენად არაკვალიფიციურია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის გაფართოების მიმართულებით, რომ ჩვენ უკვე სერიოზულად ვეღარ ვუყურებთ იმ განცხადებებს, რომლებიც ამ მიმართულებით გვესმის. წარმოგიდგენიათ, როდესაც ამას საჯაროდ იტყვის გაფართოების კომისარი, რომ აშშ-ის ადმინისტრაციასთან არ გქონდეთ ურთიერთობა და MAGA სხვა არაფერია, თუ არა ტრამპის პოლიტიკური საყრდენი და მისი ფილოსოფიის მთავარი საყრდენი. საჯაროდ მოუწოდებენ, რომ აშშ-ს ადმინისტრაციასთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ – ამის შემდეგ როგორ შეიძლება, რამენაირად სერიოზულად აღიქვა. ამას აქვს მეორე განზომილებაც, კონტექსტიც უნდა გავითვალისწინოთ. ეს განცხადება გაკეთდა განსაკუთრებით სერბეთის გასაგონად. სერბეთში მალე იმართება კონფერენცია, რომელიც, მათ შორის მოძრაობა MAGA-ს მონაწილეობით იქნება. ოქტომბერში სერბეთში დანიშნულია არჩევნები. ეს სიგნალიც არის, მათ შორის არჩევნებში ჩარევის ერთ-ერთი მცდელობა, საბაბებს ეძებენ. ხან ეს იქნება ყოფილი ჩინოვნიკის დასაფლავების ცერემონია, ახლა არის, გექნებათ თუ არა „მაგასთან“ ურთიერთობა, ჩაატარებთ თუ არა კონფერენციას. ეს არის პირდაპირ ჩარევა კანდიდატი ქვეყნის არჩევნებში. დარწმუნებული ვარ, კარგად დავინახავთ ბრიუსელის ჩარევის მცდელობებს სერბეთის არჩევნებში, ისევე, როგორც ადგილი ჰქონდა მცდელობებს საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. ის, რაზეც საუბრობენ ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებით, პირდაპირ თელავს დღევანდელი ბრიუსელი იმით, რომ ერევა არჩევნებში. 2024 წლის არჩევნები ამის კარგი მაგალითია, სადაც უხეშად, რასაც თვითონ ეძახიან, „რუსული მეთოდებით“ ჩაერივნენ საქართველოს არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)