|
2026-09-11 12:03:49, 2539 ნახვა
საზოგადოება
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 10 ათასი ქორწინება და 6 ათასი განქორწინება აღირიცხა
იანვარ-ივნისში საქართველოში 10 006 ქორწინება და 6 095 განქორწინება დარეგისტრირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი დემოგრაფიული მონაცემებიდან ირკვევა. ქორწინებების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში აღირიცხა, სადაც წლის პირველ ექვს თვეში 2 993 ქორწინება დარეგისტრირდა. შემდეგ მოდის იმერეთი 1 466 შემთხვევით, ქვემო ქართლი 1 302-ით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 1 144-ით. რაც შეეხება განქორწინებებს, ყველაზე მეტი შემთხვევა ასევე თბილისში დაფიქსირდა და 2 130 შეადგინა. იმერეთში 968, ქვემო ქართლში 674, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი 554 განქორწინება აღირიცხა. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ასევე 17 509 ბავშვი დაიბადა და 22 224 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად, ბუნებრივმა მატებამ უარყოფითი 4 715 შეადგინა. 2026 წლის დემოგრაფიული მაჩვენებლების დაზუსტებული მონაცემები საქსტატის ინფორმაციით, 2027 წლის მარტის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)