|
2026-09-11 12:02:09, 2283 ნახვა
საზოგადოება
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, 22 224 ადამიანი გარდაიცვალა
2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, ხოლო 22 224 ადამიანი გარდაიცვალა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ბუნებრივმა მატებამ უარყოფითი 4 715 შეადგინა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ თბილისში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა. თბილისში დაბადებულთა რაოდენობამ გარდაცვლილთა რაოდენობას 424-ით, აჭარაში კი 330-ით გადააჭარბა. ყველაზე დიდი უარყოფითი ბუნებრივი მატება იმერეთში დაფიქსირდა, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რაოდენობას 1 626-ით გადააჭარბა. შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი 1 134-ით, კახეთი 791-ით, გურია 384-ით და შიდა ქართლი 582-ით. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 10 006 ქორწინება და 6 095 განქორწინება დარეგისტრირდა. დემოგრაფიული მაჩვენებლების დაზუსტებული მონაცემები 2027 წლის მარტის ბოლოს გამოქვეყნდება.
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)