|
2026-09-10 15:27:26, 1836 ნახვა
პოლიტიკა
შსს: რაზმაძის მიმართ სამართალწარმოება კობახიძის შეურაცხყოფისთვის მიმდინარეობს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს სოციალურ ქსელში ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან. "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმ სამართალდარღვევების გამოსავლენად, რომლებიც მოიცავს როგორც კონკრეტული პირის შეურაცხყოფას, ასევე, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას. აღნიშნულის ფარგლებში, გამოვლენილია მოქალაქე თორნიკე რაზმაძისა და ასევე, ანა ბდეიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მიმდინარეობს". - წერია შსს-ს განცხადებაში. აქტივისტმა თორნიკე რაზმაძემ თქვა, რომ შსს მას facebook-ზე კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის გინებას ედავება. რაზმაძე ამბობს, რომ სასამართლო პროცესი 29 სექტემბერს ჩაუნიშნეს. "არ დაიჯერებთ, რის გამო აღმიძრეს საქმე და მიბარებენ სასამართლოში, რომ ან დამაპატიმრონ, ან უზარმაზარი ჯარიმა გამომიწერონ. უწყება დღეს მივიღე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედავება იმას, რომ რუს პროპაგანდისტებს, მარგარიტა სიმონიანსა და ვლადიმირ სოლოვიოვს რატომ მიაყენე შეურაცხყოფა და რატომ აგინეო. საქმე ეხება 18 აგვისტოს თორნიკე რაზმაძის მიერ საკუთარ FB-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც მას მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის ვიდეოები აქვს გამოყენებული. ვიდეოში თორნიკე რაზმაძე ამბობს, რომ გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით, კობახიძის მესიჯები სიმონიანის ნათქვამს ემთხვევა. ვიდეოში ერთ-ერთი გადაცემიდან ამოჭრილ მონაკვეთში სიმონიანი ამბობს ფრაზას „на коленях“ - პოსტის კომენტარებში კი თორნიკე რაზმაძე წერს შემდეგ ფრაზას: "ამათი დედას შევე*ი "ნა კალენიახ". სწორედ ამ კომენტარის გამო ედავება შსს აქტივისტს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)