|
2026-09-10 10:33:28, 1760 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: თუ რესპუბლიკელები არჩევნებში გაიმარჯვებენ, ამერიკელი ზრდასრული ადამიანები 5000 დოლარს მიიღებენ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ყველა ზრდასრულ მოქალაქეს 5000 დოლარის დივიდენდს გადაუხდის, თუ რესპუბლიკური პარტია ნოემბრის შუალედურ არჩევნებში კონგრესის ორივე პალატას მოიპოვებს. „თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში - ორივე პალატაში... მე გადავუხდი 5000 დოლარს დივიდენდს ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ზრდასრულ მოქალაქეს“, - განაცხადა ტრამპმა ტეხასში რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას. პრეზიდენტმა დასძინა, რომ თუ დემოკრატები გაიმარჯვებენ, შეერთებული შტატები „კომუნისტური ქვეყანა“ გახდება. მან ასევე დაჰპირდა ამერიკელებს ასეთ სცენარში „ჯოჯოხეთი“. „თუ ჩვენ წავაგებთ, თქვენ დაკარგავთ საზღვარს, დაკარგავთ საგადასახადო შეღავათებს, დაკარგავთ უსაფრთხოებას, დაკარგავთ კეთილდღეობას... თქვენ გაივლით ჯოჯოხეთს - ისევე, როგორც სულ რაღაც ორი წლის წინ. ჩვენ გავიარეთ ჯოჯოხეთი. მთელი მსოფლიო დაგვცინოდა“, - თქვა ტრამპმა.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)