|
2026-09-09 15:24:57, 1937 ნახვა
საზოგადოება
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ხარისხიანი განათლება კარიერის პირველი ნაბიჯია, თუმცა ცოდნის მიღება ყოველთვის არ არის მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, როცა სასურველი პროგრამა შენს ქალაქში თუ სოფელში არ არის. თიბისის უფასო ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან თანამედროვე ცოდნის მიღების შესაძლებლობას გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერების გარეშე ქმნის — სწორი ადგილია განათლებისთვის. ამ შესაძლებლობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი თიბისი IT აკადემიაა – უფასო ტექნოლოგიური განათლების პროგრამა, რომელიც მონაწილეებს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ეხმარება. კურსების განმავლობაში მონაწილეები რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ ამოცანებზე მუშაობენ, მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ და ტექნოლოგიურ სფეროში კარიერის დასაწყებად საჭირო უნარებს ავითარებენ. გაიცანით თიბისი IT აკადემიის კურსდამთავრებული ლაშა არველაძე – ფოთიდან, რომელიც IT აკადემიის დასრულების შემდეგ თიბისიში დასაქმდა და დღეს მობაილბანკის თამაშზე „საგანძურის მარათონი“ მუშაობს.
თიბისი IT აკადემია 2019 წლიდან მოქმედებს და მის პროგრამებში უკვე 5 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კურსდამთავრებულთაგან დაახლოებით 500 ადამიანი თიბისისა და პარტნიორი კომპანიების ტექნოლოგიურ გუნდებში დასაქმდა. IT აკადემიასთან ერთად, თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა აერთიანებს თიბისი ტექსკოლას, თიბისი კამპუსსა და სხვა ინიციატივებს, რომლებიც ხარისხიან განათლებაზე წვდომას გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერებისგან ათავისუფლებს. თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები – სწორი ადგილია განათლებისთვის. 25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)