|
2026-09-07 16:17:12, 858 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი – ღარიბაშვილი ისევეა თავისი შექმნილი სისტემის მსხვერპლი, როგორც იაგოდა, ეჟოვი და ბერია
კარმა ოხერი რამაა. როცა მე ტყვედ ჩავვარდი, იმ დროს ჯერ კიდევ არსებობდა ციხეში დაცვის შედარებით დამოუკიდებელი ინსტიტუტები ინსპექტორის სამსახურის სახით, რომელსაც ლონდა თოლორაია ხელმძღვანელობდა და დამოუკიდებელი სამედიცინო კონსილიუმის სახით, რომელსაც სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კრებდა, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, რუსთავიდან გლდანში როდესაც გადაიყვანეს, კრიმინალთა მწკრივში გაატარეს. „როდესაც რუსთავიდან გლდანში გადამიყვანეს, ჩემთვის სახელდახელოდ 5 დღეში აშენებულ „საავადმყოფოში“ და გადაყვანისას და შემდეგ დღეებში მირტყეს, კრიმინალთა მწკრივში გამატარეს. საკანში მუდმივ ტერორს მიწყობდნენ, თოლორაიას სამსახური ჩაერია, გამოაგზავნა კომპეტენტური გამომძიებლები, რომელთაც ჩემი სხეულის დაზიანებები დაადოკუმენტირეს, შემოხეული ტანსაცმელი ამოიღეს, ჩვენებები ჩაწერს და ამით შექმნეს უტყუარი მტკიცებულებები წამების და არაადამიანური მოპყრობის. ამ ამბიდან ერთ კვირაში, ღარიბაშვილის ბრძანებით შეიცვალა კანონი, თოლორაიას სამსახური გააუქმეს, მტკიცებულებები გააქრეს. გაუქმებიდან სულ ცოტა ხანში მომწამლეს და ამის გამომძიებელი არავინ იყო. სამაგიეროდ ნინო ლომჯარიამ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და შექმნა დამოუკიდებელი კონსილიუმი, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად. შეიყვანა მასში თვალსაჩინო, წესიერი ქართველი ექიმები. კონსილიუმმა ატეხა განგაში, აწარმოა საჯარო კამპანია და მათი ზეწოლის ქვეშ, ციხიდან კლინიკაში გადამიყვანეს. ციხეში ევროკავშირის მოთხოვნით შემოუშვეს პოლონელი ექიმები და გასვლისას მათ წაართვეს ჩემი ფრჩხილის და თმის ნიმუშები. სწორედ ღარიბაშვილის ბრძანებით რათა სიმართლე მოწამვლაზე არ გაეტანათ. მალე ნინო ლომჯარიას ვადა გაუვიდა და ღარიბაშვილის ინიციატივით მის ნაცვლად დანიშნეს ლევან იოსელიანი, რომელმაც სამედიცინო კონსილიუმი სულ სხვა კადრებით დააკომპლექტა. ასე, რომ ღარიბაშვილს ცუდად რომ მოექცევიან, სწორედ მისი ქმედებების წყალობით ამის გამომძიებელი არავინ იქნება. რომ მოწამლონ, რისიც მას ისტერიულად ეშინია, ამის დამდასტურებელიც აღარავინ იქნება. ის კი არა, სწორედ ღარიბაშვილმა გააუქმა ჩემს გამო ციხეში ქართველი და უცხოელი პარლამენტარების შემოსვლა და შესაბამისად მასთანაც მათ არავინ გაუშვებს და როცა აშკარად ცუდად იქნება, მისი ყოფილი კოლეგები, მას სიმულაციაში დაადანაშაულებენ. ამას სრული სურათისთვის დაუმატეთ, რომ სწორედ ჩემს გამო აკრძალა ღარიბაშვილმა ციხეში საკვები ამანათების შემოტანა (ახლა მხოლოდ თვეში 2-ჯერ არის შესაძლებელი) და შესაბამისად მასაც უხდება ციხის უსაზიზღრესი საკვებით დაკმაყოფილება. ღარიბაშვილი ისევეა თავისი შექმნილი სისტემის მსხვერპლი, როგორც იაგოდა, ეჟოვი და ბერია გახდნენ მათი აშენებული რეპრესიული მანქანის მსხვერპლები. და კიდევ, ღარიბაშვილი აუცილებლად მალე დადუმდება, წაართმევენ ქონებას, კიდევ მეტად დააკაჩავებენ ოჯახის წევრებს და ხმასაც ჩაიგდებს. ყველა ქოცი ლაჩარია, მაგრამ დიდი ზიანი დიქტატურას მან უკვე მიაყენა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)