|
2026-09-07 13:50:15, 855 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ბოლო დროს დავით გარეჯთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები ეს არის სპეკულაციები საქართველოს ხელისუფლების დაზიანების მიზნით. როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია, თუ რა ჯგუფები დგანან ამ ყველაფრის უკან. „მე ვფიქრობ, რომ აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ. რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება ამასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არასერიოზულია. თუნდაც ამ საუბრიდან იკვეთება, რომ მეტრები და კილომეტრები ვერ გაურკვევიათ და ვერ გაუგიათ, რაზეა საუბარი. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, რომ როგორმე ხელისუფლება დააზარალონ, ჩირქი მოსცხონ, თუმცა საზოგადოებაში არაფერი იმალება, ყველაფერი ცხადი და ნათელია. ასე რომ, ჩვეულებრივი სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით, უსაფუძვლო და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. არ ვიცი, კონკრეტულად რა ჯგუფები დგანან ამის უკან, რა ინტერესები აქვთ. ერთი ცხადად იკვეთება - არის მცდელობა, რომ ხელისუფლება დააზიანონ ამ ტიპის ბრალდებებით, უსაფუძვლო სპეკულაციებითა და განცხადებებით“, - აღნიშნა კალაძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)