|
2026-09-07 12:17:02, 1611 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე- გერმანიაში რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით
გერმანიაში რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით, გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დაფიქსირდა რეცესია, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობის განწყობაზე, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ, ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გერმანიის მთავრობას არ აქვს რესურსი სწორად მართოს პროცესები. „გერმანიაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით. გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დაფიქსირდა რეცესია, ანუ ეკონომიკის შემცირება. ეს ყველაფერი ბუნებრივია აისახება მოსახლეობის განწყობაზე. ყველა ხედავს, რომ მთავრობას არ აქვს რესურსი სწორად მართოს პროცესები, მათ არ აქვთ საკმარისი სუვერენიტეტიც ამისთვის. ეს ყველაფერი აისახება ბუნებრივია ამომრჩევლის განწყობაზე და შესაბამისად არჩევნების შედეგებზე. ამის გამოხატულებაა ის, რომ ოპოზიციურმა პარტიამ მოიპოვა გამარჯვება ერთ-ერთ ფედერაციულ სუბიექტში, საქსენ-ანჰალტის მიწაზე. დანარჩენზე დასკვნები თავად უნდა გამოიტანონ, ჩვენ ვერ ჩავერევით გერმანელი ხალხის არჩევანში, ზედმეტ კომენტარებსაც მოვერიდებით ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ ხაზი უნდა გაესვას იმ ტენდენციებს, რომლებიც ფიქსირდება გერმანიაში და რისი გამოხატულებაც არის ოპოზიციის ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება“, – განაცხადა კობახიძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)