|
2026-09-07 12:15:28, 597 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ღარიბაშვილზე- სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე
ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სასაცილო და ტრაგიკულია. „ერთადერთი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, ეს არის სასაცილო და ტრაგიკული. უფრო მეტ სიღრმეში არ შევალ, რადგან ეს ადამიანი ჩემამდე იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და ეს მაკავებს იმისგან, რომ რაიმე სიღრმისეული კომენტარი გავაკეთო ამ წერილებთან დაკავშირებით. მეორე, იმდენად არასერიოზულია ამ წერილების შინაარსი, რომ ესეც არ მაძლევს სერიოზულად რაიმე კომენტარის გაკეთების საშუალებას. ვინც ავრცელებს ასეთ სიყალბეს, ის დგას ამის უკან. ეს არც არის დამალული, მარტივად არის გამჟღავნებული. არიან ძალები, რომლებსაც მაინცდამაინც კარგი რეპუტაცია არ აქვთ და ძალიან სამწუხაროა, რომ კონკრეტულად, კონკრეტული მედიასაშუალებაა. ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“, – განაცხადა
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)