|
2026-09-05 17:19:13, 8844 ნახვა
სხვადასხვა
სოჭზე დრონებით შეტევის შემდეგ აფხაზეთში საკვების შესაძლო დეფიციტზე საუბრობენ
სოჭზე მასშტაბური დრონებით შეტევის ფონზე აფხაზურ Telegram-არხებზე შესაძლო რისკებზე საუბრობენ, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაზიანებით გამოწვეულ საწვავისა და სურსათის მიწოდების შეფერხებაზე. არხი „რესპუბლიკა“ წერს, რომ სოჭზე განხორციელებული მორიგი მასშტაბური თავდასხმის შედეგად შავი ზღვის აკვატორიაში სავაჭრო გემიც დაზიანდა და ის იძულებული გახდა აფხაზეთის სანაპიროსთან გადაენაცვლა. ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ ამ ეტაპზე რუსულ მედიაში ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამავე პოსტში ნათქვამია, რომ უკრაინული მხარე, სავარაუდოდ, 20 სექტემბერს დაგეგმილი რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ ვითარების მაქსიმალურ ესკალაციას ცდილობს. არხი ვარაუდობს, რომ შესაძლოა გაიზარდოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების რისკიც, რასაც, მისი შეფასებით, ნავთობპროდუქტებთან ერთად სურსათის მიწოდების შეფერხება შეიძლება მოჰყვეს. „და ჩვენს მთავრობას საერთოდ აქვს წარმოდგენა ისეთ ცნებაზე, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოება? და აქვს თუ არა მას გეგმა მოვლენების მსგავსი განვითარების შემთხვევაში?“ – წერს Telegram-არხი. სოჭზე დრონების შეტევა 4 სექტემბერს განხორციელდა. კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დრონების ნამსხვრევები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში აღმოაჩინეს, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლისა და შენობის მინა და ხანძარი გაჩნდა ნავთობბაზის ტერიტორიაზე. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ ყოფილან. სოჭის მერის განცხადებით, ქალაქის ძირითადი სასიცოცხლო, სოციალური, საბინაო-კომუნალური და საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა. ამასთან, ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძრის გამო ადგილობრივი ხელისუფლება საწვავის მიწოდების შესაძლო გართულებაზე საუბრობდა. თავდასხმის გამო სოჭის აეროპორტში თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე დროებითი შეზღუდვები რამდენჯერმე დაწესდა.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)