|
2026-09-05 15:29:35, 1086 ნახვა
მსოფლიო
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას მხარი დაუჭირა
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პარასკევს კენჭი უყარა ახალი მსოფლიო რუკის მიღებას, რომელიც ქვეყნების რეალურ, ერთმანეთთან შეფარდებით ზომებს ასახავს. ეს გადაწყვეტილება აფრიკის ქვეყნებმა წამოაყენეს და მოითხოვეს, რომ გაეროს საუკუნეების წინ დაშვებული უსამართლობა გამოესწორებინა. "რუკის შესწორების" რეზოლუცია, რომელიც აფრიკის კავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ბაჰამის კუნძულებმა წარადგინეს, დიდი უმრავლესობით მიიღეს: 164 წევრმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა, ექვსმა თავი შეიკავა, მათ შორის იყო საქართველოც, ხოლო მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. რეზოლუციის მიზანია მსოფლიოს რეგიონების, განსაკუთრებით კი აფრიკის, "სამართლიანი" და უფრო ზუსტი წარმოჩენა. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ არსებული მსოფლიო რუკების დამახინჯებული მასშტაბები ხელს უწყობს აფრიკის "სიმბოლურ დაკნინებას" ადამიანების კოლექტიურ წარმოდგენაში. ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის პროექტი მერკატორის კარტოგრაფიული პროექციის შეცვლას ითვალისწინებს, რომელსაც მსოფლიო რუკების უმეტესობა ეფუძნება.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)