|
2026-09-05 15:28:14, 1950 ნახვა
საზოგადოება
ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის სოფლების გზები დააზიანა
ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სოფელ ხიდარში სტიქიის შედეგად გზაზე ჩამოტანილი ქვა-ღორღისა და მიწის მასისგან ცენტრალური გზა უკვე გაიწმინდა და გადაადგილება აღდგენილია. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ტექნიკა სოფელ საქარიქედში გააგრძელებს მუშაობას. "სტიქიის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შეიქმნა. ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ნაშალი ქვის, ღორღისა და მიწის მასა სოფლების ცენტრალურ და საუბნო გზებზე ჩამოიტანა, რის გამოც ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილება გართულდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი დილიდან მუდმივ კომუნიკაციაშია ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და აკონტროლებს სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას. მერის დავალებით, სოფელ ხიდარში გაწმენდით სამუშაოებს ხელმძღვანელობს მერის მოადგილე დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროს პეტრე შარიქაძესთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად. მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული სპეციალური ტექნიკა სოფელ ხიდარში მუშაობს. ძლიერი წვიმის შედეგად გზაზე ჩამოტანილი ქვა-ღორღისა და მიწის მასისგან ცენტრალური გზა უკვე გაიწმინდა და გადაადგილება აღდგენილია. ხიდარში სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტექნიკა სოფელ საქარიქედში გააგრძელებს მუშაობას, სადაც უხვი ნალექის შედეგად ასევე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა. მუნიციპალური სამსახურები და შესაბამისი ტექნიკა სრულ მობილიზებაში რჩება. სამუშაოები გაგრძელდება ყველა იმ ლოკაციაზე." - ნათქვამია განცხადებაში.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)