15:28 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-04 16:28:55, 19151 ნახვა

რეგიონი
სომხეთმა ჟურნალისტ ილია დანილოვის რუსეთს ექსტრადირებაზე უარი თქვა

სომხეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ჟურნალისტისა და ნავალნის საარჩევნო შტაბის ყოფილი კოორდინატორის, ილია დანილოვის, რუსეთში ექსტრადირებაზე.

მან წარმატებით გადაკვეთა სომხეთ-საქართველოს საზღვარი და დაბრუნდა თბილისში, სადაც 2021 წლიდან ცხოვრობდა რუსეთის იძულებით დატოვების შემდეგ.

დანილოვი სომხეთში დააკავეს 2026 წლის 1 აგვისტოს, სადაც ის საქართველოში კანონიერი ყოფნის აღდგენის მიზნით გაემგზავრა. იგი დააკავეს მოსკოვის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე, რომელიც ეხებოდა „ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას“ და რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელებას.

დაპატიმრებიდან რამდენიმე საათში სომეხმა სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს, თუმცა ის ვერ შეძლო საქართველოში დაბრუნება, სანამ ადგილობრივი ხელისუფლება რუსეთის მოთხოვნას განიხილავდა. ერთი თვის განმავლობაში დანილოვი სომხეთში სასტუმროში ცხოვრობდა და ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას ელოდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics