|
2026-09-03 22:10:39, 1216 ნახვა
სამართალი
პროკურორი - მიერ საჯაროდ გავრცელებული წერილები ეყრდნობა სხვადასხვა მოარულ ინფორმაციას
პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა გაზეთ „ასავალ-დასავლის“ რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ მის მიერ გამოთქმულ ეჭვებთან დაკავშირებით. როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა მედეა ცირამუამ უთხრა, ღარიბაშვილმა უარყო, რომ რაიმე ინფორმაციას ფლობს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე. „მის მიერ საჯაროდ გავრცელებული წერილები ეყრდნობა სხვადასხვა მოარულ ინფორმაციას, რომელიც არის მიღებული სხვადასხვა გამოცემებიდან. შესაბამისად, მხოლოდ ამ ინფორმაციას ეყრდნობოდა მის მიერ გამოქვეყნებული საჯარო წერილები და არა რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას“, - განაცხადა პროკურორმა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ მას 12 თებერვალს ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის დავალებით ციხეში შეუგზავნეს გაზეთ „ასავალ-დასავლის“ 2 თებერვლის ნომერი, რომელშიც ლაზარე ჯორბენაძესთან ინტერვიუა დაბეჭდილი. ჯორბენაძე ამტკიცებდა, რომ „დავით-გარეჯი გაყიდულია“ და მსგავსი დოკუმენტი საკუთარი თვალით აქვს ნანახი. ის ირაკლი კობახიძის საქმიანობას აკრიტიკებდა, ირაკლი ღარიბაშვილს კი დადებითად წარმოაჩენდა.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)