|
2026-09-03 17:37:17, 19592 ნახვა
რეგიონი
ფაშინიანი: თუ რუსეთი გადაწყვეტს სომხეთიდან თავისი სამხედრო ბაზის გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით
თუ რუსეთი გადაწყვეტს თავისი სამხედრო ბაზის სომხეთიდან გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. ფაშინიანის თქმით, სომხეთში 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ყოფნა „სასიცოცხლოდ აუცილებელი“ არ არის. „თუ რუსეთი გადაწყვეტს თავისი სამხედრო ბაზის სომხეთიდან გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, მაგრამ თუ ისინი გამოთქვამენ დარჩენის სურვილს, ჩვენ მზად ვართ, ესეც განვიხილოთ. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში ეს საკითხები არასდროს დაგვიყენებია“, - განაცხადა ფაშინიანმა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, სომხეთიდან თავისი სამხედრო ბაზა გაიყვანოს, თუ ერევანი ასე გადაწყვეტს. „თუ სომხეთი გადაწყვეტს, რომ მას რუსული სამხედრო ბაზა არ სჭირდება, ჩვენ ხვალვე წავალთ. მაგრამ მზად არის თუ არა ამისთვის სომხეთი? გააგრძელეთ. ჩვენ არავის არაფერს დავაკისრებთ“, - აღნიშნა პუტინმა.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)