|
2026-09-03 16:25:24, 883 ნახვა
პოლიტიკა
მოსკოვს საქართველოსთან, ჩრდ. კორეასა და სხვა მეგობრულ მეზობლებთან თანამშრომლობის განვითარება სურს
რუსეთს შეუძლია, „მეგობარ და ნეიტრალურ ქვეყნებს“ რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელსაყრელი მოდელები შესთავაზოს და ამ მიმართულებით „მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, აზერბაიჯანსა და საქართველოსთან“. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ალექსეი შევცოვმა განაცხადა. „რუსეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელსაყრელი მოდელების შეთავაზება და ამას ვაკეთებთ კიდეც ისეთ სახელმწიფოებთან, როგორებიცაა ჩინეთი, ბელარუსი და ყაზახეთი, ასევე ყველა მეგობარ და ნეიტრალურ ქვეყანასთან. ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსა და ბევრ სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს. ჩემი აზრით, რეგიონთაშორისი კავშირები მარტივი ვაჭრობიდან და საქონლის გაცვლიდან ერთობლივი საწარმოო ჯაჭვების შექმნამდე უნდა განვითარდეს“, – განაცხადა შევცოვმა, „ინტერფაქსის“ ცნობით, ვლადივოსტოკში გამართულ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე. შევცოვმა საქართველოზე განცხადება 2025 წელსაც გააკეთა. მაშინ მან თქვა, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ გამონახა შესაძლებლობა და ძალა, წინააღმდეგობა გაეწია ტრადიციულ წეს-წყობილებაზე შეტევისა და კავკასიელი ხალხებისთვის უცხო ფსევდოღირებულებების დანერგვის მცდელობისთვის“.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)