|
2026-09-03 12:58:19, 1964 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის რეგიონში დრონების თავდასხმების შედეგად ორი საცხოვრებელი კორპუსი და პლასტმასის ქარხანა დაზიანდა
მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა დაწერა, რომ მოსკოვის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად ორი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. მისი თქმით, პირველი დრონი კუბინკაში მდებარე შენობას დაეცა, რამაც სამსართულიანი ხანძარი გააჩინა და 10 ადამიანი ევაკუირებული იქნა. მეორე დრონი პავლოვსკი პოსადში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. ხანძარი არ ყოფილა, თუმცა რვა ბინაში ფანჯრები ჩამსხვრეულია. მაცხოვრებლები ევაკუირებულნი არიან. ვორობიოვის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, არცერთ ინციდენტში არავინ დაშავებულა. დრონით ასევე თავს დაესხნენ ბოლშოე ბუნკოვოს სოფელში მდებარე ქარხანას, სადაც ხანძარი გაჩნდა. უკრაინულმა არხმა „სუპერნოვამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის სამიზნე კომპანია „პეტრუსის“ კუთვნილი პლასტმასის ქარხანა იყო. კომპანია აწარმოებს PET პრეფორმებს, პოლიმერულ თავსახურებს და შესაფუთ მასალებს. ვორობიოვის თქმით, მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების სამსახურები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ. ღამის განმავლობაში მოსკოვის ოლქში 56 დრონი განადგურდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის რეგიონებში 416 დრონი იქნა ჩაჭერილი. უპილოტო საფრენი აპარატები განადგურდა ბრიანსკის, ბელგოროდის, კალუგის, ტვერის, სმოლენსკის, კურსკის, ორიოლის, ტულის, ვორონეჟის, ლიპეცკის, ტამბოვის, როსტოვის, ვოლგოგრადის და პენზას ოლქების, ყირიმისა და შავი ზღვის თავზე.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)