|
2026-09-03 12:26:04, 1479 ნახვა
სამართალი
ხატია დეკანოიძის თქმით ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხვაზე სასამართლოში გამოცხადდება
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე სასამართლოში გამოცხადდება. მისი თქმით, შექმნილ სისტემაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება, რის გამოც საგამოძიებო უწყებებმა ისიც უნდა გამოჰკითხონ. „ბიძინა ივანიშვილი არის შემოქმედი იმ სისტემის, რომელშიც ადამიანები სკამის, ფულის გამო ერთმანეთს ადებენ ხელს, ერთმანეთზე აძლევენ ჩვენებებს, ყველაფერს კადრულობენ და რა თქმა უნდა, კორუფციაში არიან ჩაფლულები. ამიტომ, გამოკითხვაზე დაიბარონ ბიძინა ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე და ყველა ის ადამიანი, ვინც ფულის გამო ყველანაირ სიბინძურეს კადრულობს. რაც შეეხება ამ გამოკითხვას, გასაგებად ვუთხარი, რომ მივალ სასამართლოში“, — განაცხადა დეკანოიძემ. საქმე ეხება პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე უწყება უტყუარად ადასტურებს თვითმკვლელობის ფაქტს, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების საჯარო განცხადებების გამო გამოძიება რამდენიმე პოლიტიკოსისა და საზოგადოებრივი ფიგურის გამოკითხვას გეგმავს.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)