|
2026-09-02 18:21:19, 3408 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი პატარიძე: ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მტკნარ სიცრუეს უწოდებს სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა. როგორც პატარიძე განმარტავს, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული პაემნების ლიმიტი სრულად აქვს ამოწურული. ,,სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს პენიტენციურ სამსახურს განმარტების გაკეთება მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ვითომდა გაუქმებულ პაემანთან დაკავშირებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე გამომდინარე იქიდან, რომ მას სრულად აქვს №12 პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული პაემნების ლიმიტი ამოწურული", _განაცხადა გიორგი პატარიძემ. მისივე თქმით, მსჯავრდებულ ღარიბაშვილთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორს არც დამატებითი პაემნით წახალისების თაობაზე გამოუცია სამართლებრივი აქტი, შესაბამისად, პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა. ,,აქვე განვმარტავ, რომ დაწესებულების დირექტორს სრული უფლება აქვს გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი მსჯავრდებულის პაემნით წახალისებასთან მიმართებაში, თუმცა ამ შემთხვევაში მსგავსი აქტი გამოცემული არ ყოფილა და შესაბამისად, ვერც პაემანი ვერ იქნებოდა ჩანიშნული", _განაცხადა გიორგი პატარიძემ და მოუწოდა ყველას თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)