03:34 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-02 00:11:06, 1627 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი ღარიბაშვილის წერილზე: პროკურატურამ მოკვლევა უნდა დაიწყოს დასმულ კითხვებზე

პროკურატურამ მოკვლევა უნდა დაიწყოს დასმულ კითხვებზე - წერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილზე.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ლაზარე ჯორბენაძე აღმსარებელი და მაზიარებელი კაცი იყო და მისი თვითმკვლელობა იმთავითვე ეჭვს იწვევდა და უამრავ კითხვას ბადებდა.

ღარიბაშვილის წერილი ცხადყოფს, რომ ნებისმიერი კრიტიკა, ჩვენს შემთხვევაში კი, სრულიად საფუძვლიანი კრიტიკა მტრობის რანგში იყო აყვანილი მდინარაძე- კობახიძის გუნდის მიერ, რომელიც საკუთარი უცოდინარობის და უვარგისობის გამოსწორებას კი არ ცდილობდა, არსებული პრობლემების სხვებზე გადაბრალებით იყო დაკავებული.

მაგრამ სხვებზე გადაბრალება აქ უკვე ყველაზე ნაკლები პრობლემაა. ახლა საჯაროდ დაისმება კითხვები, როგორც უსაფუძვლოდ დაპატიმრებული ადამიანების შესახებ და რაც უარესია, ადამიანების თვითმკლელობებთან დაკავშირებით.

პირველი კითხვა უკვე დასმულია, ის ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასვა და ეს კითხვა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობას ეხება, თუმცა, მე არ გამოვრიცხავ- თვითმკვლელობის იმიტაციასაც კი, რადგან უკვე ვთქვი, რომ ეს კაცი აღმსარებელი და მაზიარებელი იყო, რაც თვითმკვლელობას ეჭვს ქვეშ აყენებს.

ვფიქრობ, პროკურატურა ვალდებულია, დაიწყოს მოკვლევა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

ამავდროულად, სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია, ამიტომ საჯაროდ მივმართავ შესაბამისი კომპეტენციის ორგანოებს,- განსაკუთრებული დაიცვის რეჟიმი აამოქმედონ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. - წერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics