|
2026-09-01 20:03:27, 1175 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ელისო კილაძე გამოსვლისთანავე დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას
ელისო კილაძე გამოსვლისთანავე აუცილებლად დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას - მას მტკიცებულებები შენახული აქვს, მათ შორის, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, ელისო კილაძის ადვოკატმა, ნათია კოტრიკაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ელისო კილაძე ყველას მხილებას დაიწყებს. „ყველასთვის ცნობილია, რომ ელისო კილაძემ მამუკა მდინარაძეზე გააკეთა განცხადება, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით და ზუსტად ეს იყო საფუძველი რომ ელისო კილაძე დაეკავებინათ იმ ფორმით, რა ფორმითაც დააკავეს. ეს იყო მამუკა მდინარაძის შეკვეთა, რომელიც შესრულდა, თუმცა, ბოლომდე ვერ შეასრულეს, რადგან ის პოლიტიკას ჩამოსცილდა. ელისო კილაძეს მტკიცებულებები აქვს თუნდაც იმ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით, შენახული აქვს. იგი გამოსვლისთანავე აუცილებლად დაიწყებს მდინარაძის მხილებას მტკიცებულებებით და არა ისე, როგორც მდინარაძემ გააკეთა თუნდაც, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და სხვა პირთა მიმართ, ის სიბინძურეები, რაც მან იკადრა. ელისო კილაძე ყველას მხილებას დაიწყებს აღნიშნულ თემასა და ბრალდებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კოტრიკაძემ.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)