|
2026-09-01 20:01:26, 1865 ნახვა
სამართალი
მუქარისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით, შსს თამაზ ელიზბარაშვილის მანქანას ჩხრეკს
სამართალდამცველებმა ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის მანქანა გაჩხრიკეს. თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ Live ვიდეოში ისმის, რომ გამომძიებელი ელიზბარაშვილს ეუბნება, რომ უნდა ჩაატარონ მისი პირადი ჩხრეკა, "სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში". "მიმდინარეობს გამოძიება შესაძლო მუქარის ფაქტზე" - ამბობს გამომძიებელი და მოგვიანებით ამატებს "30-ში მომხდართან დაკავშირებით, არიან განმცხადებლები". "30-ში რესტორან სხვაში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, ტუალეტში ხელის დასაბანად ჩავედით, 8 კაცი მოვიდა, გადაკეტა კორიდორი და მეუბნებიან, ფეხს არ მოვიცვლით აქედან, სანამ ბოდიშს არ მოგვიხდიო, რატომ უნდა მოგიხადოთ ბოდიში, ვინ ხართ, არ გიცნობთ-მეთქი, ჩვენ TV იმედის თანამშრომლები ვართო, შენი პოზიცია არ მოგვწონს, უკრაინას მხარს რომ უჭერ და რუსებს, რომ აგინებო, არ "გვევასებიო" და ბოდიში უნდა მოგვიხადოო. ვუთხარი, ცოლს დავტოვებ სახლში ნახევარ საათში ჩამოვალ და დაგელაპარაკებით მეთქი, მეუღლე დავტოვე არც დამჭირდა ნახევარი საათი, 20 წუთში ჩამოვედი და ესენი გაიქცნენ, არცერთი არ დამხვდა და ახლა ესენი მიჩივიან მე?!" - ეუბნება ელიზბარაშვილი გამომძიებლებს. 31 აგვისტოს ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა: "ტვ იმედის თანამშრომლებო, წუხელ ლისზე, რესტორან "სხვა"-ში ჩემთან ძალიან შეგეშალათ. დღის ბოლომდე გაძლევთ დროს ბოდიშის მოსახდელად" - წერდა ელიზბარაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელიზბარაშვილის მანქანაში საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)