|
2026-09-01 19:03:04, 14301 ნახვა
სამხედრო
ჯარის ჩაუბარებელი უწყება საჯაროდ გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
წვევამდელი თუ სამხედრო აღრიცხვის ან/და სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყისს არ ჩაიბარებს, ან ამ უწყისის მისთვის ჩაბარებას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ვერ ახერხებს, ასეთ შემთხვევაში უწყისი [ასევე შეტყობინებაც] გამოქვეყნდება საჯაროდ. საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს სამხედრო აღრიცხვისა თუ სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყისი/შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება. აქედან 10 დღის ვადაში კი წვევამდელი ვალდებულია გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის ქვედანაყოფში. ახალი ცვლილების მიხედვით, თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, ან ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება – მათ შორის, თუ მოქალაქე შეტყობინებას SMS-ზე ან ელფოსტაზე 2 სამუშაო დღეში არ უპასუხებს, ან ფოსტით შეტყობინების გაგზავნა შეუძლებელია – სააგენტო უწყებას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს. ასეთ შემთხვევაში, უწყება/შეტყობინება გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ავტომატურად ჩაბარებულად ჩაითვლება და პირი ვალდებულია შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან [ანუ საჯაროდ გამოქვეყნებიდან] 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის [სასკ] 196-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ პირის გამოძახების შემთხვევაში მისი საპატიო მიზეზის გარეშე [დადგენილ ვადაში] გამოუცხადებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ამავე სასკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის გამწვევ კომისიაში [დადგენილ ვადაში] გამოუცხადებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. თუ გამოუცხადებლობა, სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით მეორდება, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.
წვევამდელებთან დაკავშირებით ამ და სხვა საკანონმდებლო ცვლილებებზე „ოცნების“ ხელისუფლებამ მუშაობა 5 თვის წინ დაიწყო.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)