03:33 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-01 15:10:17, 649 ნახვა

პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი - ამ 9 პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას

ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, შესაძლებლობა მისცა, დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, შეწყალების ან ამნისტიის საკითხის განხილვისთვის მთავარი და პრინციპულად მნიშვნელოვანი წინაპირობა დანაშაულის აღიარება, სინანული და მონანიება იყო.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ შეწყალების ან ამნისტიის საკითხის განხილვისთვის მთავარი და პრინციპულად მნიშვნელოვანი წინაპირობა დანაშაულის აღიარება, სინანული და მონანიება იყო. და ეს ასეც მოხდა! მაგრამ ის რეაქცია, რაც ჩვენ ძალადობრივი აქციების მონაწილე 9 შეწყალებული პირის მიმართ რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ვიხილეთ, ყოველგვარ მორალურ და ზნეობრივ სტანდარტს სცდება და ამორალური პროპაგანდის ფსკერს წარმოადგენს. ფაქტია, რომ უსამშობლო აგენტები ამ ახალგაზრდებს ძალადობისა და საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდნენ. აგენტურულ ჯგუფებს გაუხარდათ მათი დაპატიმრება და ძალიან ეწყინათ გათავისუფლება. საქართველოს პრეზიდენტის ჰუმანურმა აქტმა, ამ 9 პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი ამორალური ხასიათი დაანახვა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს. სწორედ ეს არის ღირებულებითი სხვაობა, რომელიც რადიკალურ აგენტურულ ჯგუფებსა და „ქართულ ოცნებას" შორის არსებობს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, აგენტურული ჯგუფები მუდმივად ირჩევენ სიძულვილს, ბულინგს, ზიზღს, მათ შორის, ხშირად ერთმანეთის მიმართ ყველაზე რადიკალური და მიუღებელი მიმართულებებით მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება" სამართლიანობის, პასუხისმგებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ჰუმანურობის პრინციპებზე დგას. 

„სწორედ ამიტომ არიან რადიკალური ჯგუფები ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელი. როგორც ჩანს, ეს აგენტურული ჯგუფები მალე მიუღებელი გახდებიან საკუთარი პატრონებისთვისაც", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics