|
2026-08-31 20:41:18, 1570 ნახვა
საზოგადოება
სასკოლო ფორმების რეალიზაცია 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება
სასკოლო ფორმების რეალიზაცია 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება. პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის formebi.emis.ge -ს საშუალებით ექნებათ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფორმების რეალიზაციის 83 პუნქტია განთავსებული. ცნობისთვის, 2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია; არიან მრავალშვილიანი ოჯახების (ოთხი და მეტი შვილი) წევრები, რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლებია; ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში; განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში; ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში; განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში; 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)