|
2026-08-31 14:23:24, 853 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი -კობახიძემ გაეროში წასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ იცის, მისი ბოლო შანსია, ტრიბუნაზე დადგეს
“ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილის ბრიფინგს აფასებს და ამბობს, რომ “არაფერი უკეთ არ აღწერს, “ოცნების“ შიდა ლპობის პროცესს, როგორც პაპუაშვილის დღევანდელი ბრიფინგი“. სამადაშვილმა პაპუაშვილის განცხადებები, რომელიც დასავლურ ქვეყნებს მიემართებოდა, ასე შეაფასა: ძველი და დაფხაჭნილი ფირფიტა“ „1. ძველი და დაფხაჭნილი ფირფიტა უცხოელების აგენტურაზე... სახეზე აწერია, რომ თავადაც არ სჯერა, ან როგორ დაიჯერებს, 20 წელი გერმანიის „აგენტად“ ნამსახურები კაცი. 2. „მამუ“აღარგვყავს, ამიტომ, აღარცრეგიონებისდაარცძალოვანიუწყებებისკოორდინატორიაღარგვჭირდებაო. 3. ხო, და „გრანდიოზულ“ რეფორმას ვატარებთ განათლების სფეროშიო - ჩინური პოლიესტერის ფორმებით, სკოლის ნაცვლად ასაწყობ კონტეინერებში დაპატიჟებულ მოსწავლეებს, „დენიკინის“დროინდელი მეთოდით კი, არამოთხოვნად სპეციალობებზე ნაკლები ქულების მქონე აბიტურიენტების ჩარიცხვას გულისხმობდა აქ, ისე, რომ იცოდეთ. ამიტომაც გადაწყვიტა მისმა მეგობარმა, ჯერ რომ ისევ პრემიერად მიიჩნევს თავს, გაეროში წელს თავად წავიდეს, იცის, მისი ბოლო შანსია, გაეროს ტრიბუნაზე დადგეს. ბიძინას რეზიდენციაშიც უნდა აღწევდეს წესით ამ გახრწნის პროცესის ერთობ უსიამოვნო სურნელი“, - განაცხადა სამადაშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)