|
2026-08-31 11:33:58, 1252 ნახვა
საზოგადოება
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა
თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში შექმნილი YouTube პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძესთან ერთად წარმოგიდგენთ ახალ, მე-16 ეპიზოდს „რატომ ვგულშემატკივრობთ უცნობ ადამიანებს?“. რატომ განვიცდით სხვის გამარჯვებას ისე, თითქოს ის ჩვენი იყოს, ან რატომ გვწყინს უცნობი ადამიანის მარცხი? რა გვაიძულებს, ემოციურად დავუკავშირდეთ ადამიანებს, რომლებსაც შესაძლოა ცხოვრებაში არასდროს შევხვედრივართ? „არის ერთი ნიუანსის“ ახალ ეპიზოდში ნიკო ნერგაძე სწორედ გულშემატკივრობის ფსიქოლოგიურ და სამეცნიერო საფუძვლებს იკვლევს და ცდილობს, ნაცნობ ემოციას მოულოდნელი კუთხით შეხედოს. თიბისის მხარდაჭერით შექმნილი YouTube პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ იმ კითხვებზე პასუხების ძიებას აგრძელებს, რომლებსაც მარტივი და ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ აქვს. თითოეული ეპიზოდი თანამედროვე სამეცნიერო კვლევებს ეყრდნობა და მაყურებელს აჩვენებს, როგორ იქმნება ცოდნა, რატომ არის კონტექსტი მნიშვნელოვანი და რატომ არ იყოფა ჭეშმარიტება ყოველთვის შავად და თეთრად. თიბისისთვის განათლება, ცოდნის გაზიარება და მუდმივი განვითარება მნიშვნელოვანი ღირებულებებია. სწორედ ამიტომ ბრენდი მხარს უჭერს საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც საზოგადოებაში შემეცნებას, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით კულტურას აძლიერებს. „არის ერთი ნიუანსის“ ახალ სეზონში მაყურებელს კიდევ არაერთი საინტერესო და დამაფიქრებელი თემა ელოდება. გაეცანით სერიის სრულ ვიდეოეპიზოდებს და აღმოაჩინეთ ნიუანსები, რომლებიც ერთი შეხედვით ნაცნობ საკითხებს სრულიად სხვაგვარად დაგვანახვებს.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)