22:40 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-30 15:45:06, 954 ნახვა

სამართალი
ადვოკატის თქმით, დენის კულანინი საქართველოდან გაძევებამდე მიგრაციის დეპარტამენტში დარჩება

ორგანიზაცია უფლებები საქართველოსა და ადვოკატ დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, შეწყალებული დენის კულანინი საქართველოდან გაძევებამდე მიგრაციის დეპარტამენტში დარჩება. კულანინის ადვოკატმა ამის შესახებ ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, უფლებები საქართველოს განცხადებით, მოსამართლე ნინო შჩერბაკოვამ დააკმაყოფილა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა და მიზანშეწონილად ჩათვალა დენის კულანინის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება მაქსიმუმ 3 თვის ვადით, მისი გაძევების პროცედურის დასრულებამდე.

"შსს თავის შუამდგომლობაში უთითებდა, რომ არსებობდა დენის კულანინის მიმალვისა და გაძევების პროცედურისთვის თავის არიდების საფრთხე" - წერს ორგანიზაცია განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ "სასამართლომ არ გაითვალისწინა დენის კულანინის ადვოკატების შუამდგომლობა, საქმისთვის მტკიცებულებად დართული მესამე ქვეყანაში გასამგზავრებლად ნაყიდი თვითმფრინავის ბილეთები და დენის კულანინის მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების გადაწყვეტილება მიიღო".





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics