17:26 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-29 17:59:59, 1919 ნახვა

ომი უკრაინაში
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.

კიევის ოლქის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმისა და შემდგომი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, ხოლო კიდევ 42 დაშავდა.

ამის შესახებ, კიევის სპეციალური ოპერაციების დირექტორატის უფროსმა ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა.

 ტკაჩენკოს თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა საბოლოო არ იყოს. დაღუპულთა შორისაა დმიტროვის თემის ხელმძღვანელი ტარას დიდიჩი, რომელიც ადგილზე ერთ-ერთი პირველი მივიდა.

42 ადამიანს, მათ შორის ოთხ ბავშვს, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება. დაშავებულთაგან შვიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საგანგებო ზონიდან 381 ადამიანი, მათ შორის 59 ბავშვი, ევაკუირებულია.

ადგილზე სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები, ნაგებობების დემონტაჟი და ადამიანების ძებნა მიმდინარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით 50 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

მოგვიანებით ტკაჩენკომ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. ადგილზე სამუშაოები გრძელდება.

28 აგვისტოს საღამოს, კიევის ოლქის ბუჩას რაიონში ძლიერი აფეთქებები გაისმა: საწყობში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც M-06 „კიევი - ჩოპის“ გზატკეცილზე მე-15 კილომეტრიდან 32-ე კილომეტრამდე მოძრაობა გადაიკეტა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics