|
2026-08-28 12:53:28, 860 ნახვა
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი - ვერ დალაგდებიან პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დასავლეთთან, დიდი ხანია მაგას ითხოვს რეჟიმი
თითოეული პოლიტპატიმრის გადასაწყვეტია, მოითხოვს თუ არა შეწყალებას და მათ განსჯას არ ვაპირებ, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ვინც შეწყალებას ითხოვს, ყველას გაუშვებენ. „მეგობრებო, აქციების დროს დაჭერილ პოლიტპატიმრებს, ყველას გაუშვებენ, ვინც შეწყალებას მოითხოვს – თვეებია მაგას იხვეწება რეჟიმი, მოინანიეთ რომ გაგიშვათო. ვერ დალაგდებიან პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დასავლეთთან. დიდი ხანია მაგას ითხოვს რეჟიმი. ცხადია, თითოეული პოლიტპატიმრის გადასაწყვეტია, მოითხოვს თუ არა შეწყალებას და მათ განსჯას არ ვაპირებ – უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ“, – წერს ჩერგოლეიშვილი. მიხეილ ყაველაშვილმა 27 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 ადამიანი შეიწყალა. შეწყალების აქტი შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა. არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა ყაველაშვილმა შეიწყალა: საბა ჯიქია,
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)