|
2026-08-27 15:17:52, 998 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: ივანიშვილი და კობახიძე თავიდანვე არ დამთანხმდნენ, მაგრამ დავარწმუნე
ამ დღეებში ასამდე ვერსიას მოისმენთ, შეიძლება, ვიღაცისთვის ყველაზე დაუჯერებელი იყოს, რომ ამ ეტაპზე ეს იყო ჩემი გულწრფელი სურვილი, არ გეუბნებით, რომ დაბრუნებას ვაპირებ, დავბრუნდები, თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბოლო კვირების განმავლობაში ფიქრობდა. „რომ მეფიქრა, გუნდში არავინაა, ვინც ჩემს გარდა რეგიონებს მიხედავს, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. წუხელ პრემიერ-მინისტრს დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრე, დღეს დილით ასევე ვესაუბრე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს. სამ ადამიანს შორის შედგა საუბარი, რომ მირჩევნია გავიწიო. ისეთი ასაკის შვილები მყავს, ბევრი საკითხი იყო, რაც შეიძლება, გარეთ ცოტა დამაჯერებლად არ ხმოვანდებოდეს. საერთოდ, ხანდახან შეთქმულების თეორიები უფრო დამაჯერებელ ხასიათს იძენს ხოლმე, ვიდრე რეალობაა. ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა ნამდვილად ჩემი ინიცირებული იყო. დავარწმუნე ისინი, რომ ჩემთვის ასე სჯობდა. ჩემი პოზიცია დღეს არ იყო ისეთი, რომ შემცვლელი ვერ გამოეძებნათ. ამის მადლიერი ვარ და ვფიქრობ, სხვა სფეროშიც თუ ჩემს ძალებს მოვსინჯავ, ჩემთვის შეიძლება, უკეთესი იყოს. გუშინ არ დამიწყია ამაზე ფიქრი, ბოლო კვირების განმავლობაში ბევრს ვფიქრობდი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. რაც შეეხება კითხვას, თანამდებობის დატოვებას ხომ არ უძღოდა წინ გუნდის სხვა ლიდერებთან რაიმე დაპირისპირება, მდინარაძემ აღნიშნული გამორიცხა. „პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ პრემიერისა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, საქმის კურსშიც კი, არავისთან გამივლია კონსულტაცია. წუხელ შედგა საუბარი ჩემსა და პრემიერს შორის, დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ ამ თემაზე. დღეს დილით, 10:00 საათზე, სამმა ადამიანმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვილაპარაკეთ. ეს იყო სულ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)