|
2026-08-27 15:15:32, 1003 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: ვტოვებ თანამდებობას, პრინციპში პოლიტიკასაც
გენერალ-მაიორი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე დანიშვნიდან არასრულ ერთ თვეში აცხადებს, რომ თანამდებობიდან და "პრინციპში, პოლიტიკიდანაც" მიდის. მისი თქმით, "ცოტა დასვენებას და საკუთარ თავზე ზრუნვასაც" იმსახურებს და "ჩემი შვილები, ერთი ცხრა წლისაა და მეორე ცამეტის, უჩემოდ გაიზარდნენ". მისი თქმით, "უფრო კერძო სექტორში" მიდის და "შეიძლება, ბიზნესშიც მოსინჯოს" ძალები. მამუკა მდინარაძის მტკიცებით, წასვლაზე რამდენიმე კვირაა, ფიქრობს. კითხვაზე, ახლა რა მოხდა ისეთი, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, სუს-ის ყოფილი უფროსი პასუხობს, რომ "ასეთი არაფერი მომხდარა, არც ისეთი". მისივე თქმით, პოლიტიკიდან წასვლა "არავითარ კავშირში არაა" ირაკლი ღარიბაშვილის წერილებთან. მდინარაძე ამბობს, რომ წუხელ ირაკლი კობახიძეს "დიდი ხნის განმავლობაში" ესუბრა, დღეს დილით კი - მასთან ერთად ბიძინა ივანიშვილს. "ჩვენ სამ ადამიანს შორის შედგა ეს საუბარი, რომ მე მირჩევნია გავიწიო. ბევრი საკითხი... ისეთი ასაკის შვილები მყავს, ბევრი საკითხი იყო, რაც შეიძლება გარეთ დამაჯერებლად არ ხმოვანდებოდეს ხოლმე, საერთოდ, ხანდახან არის რომ შეთქმულების თეორიები უფრო დამაჯერებელ ხასიათს იძენს, ვიდრე რეალობა... ... ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიცირებული, ამაზე ბევრი კითხვა დაისმევა და ამიტომ ვუსვამ ხაზს, ასევე შემიძლია გითხრათ, იმის უფლებაც ავიღე, რომ გუნდის ორი ლიდერის, ბატონი ბიძინას და ბატონი ირაკლის მხრიდან არ იყო თავიდანვე ის რეაქცია, რომ დამთანხმებოდნენ, მაგრამ მე დავარწმუნე, რომ ჩემთვის ასე ჯობდა და არ იყო ჩემი პოზიცია დღეს ისეთი, რომ შემცვლელი ვერ გამოეძებნათ ვინმე. დამთანხმდნენ საბოლოო ჯამში. მე მადლიერი ვარ ამის და ვფიქრობ, რომ სხვა სფეროშიც თუ ჩემს ძალებს მოვსინჯავ, პირადად ჩემთვის შეიძლება უკეთესი იყოს" - ამბობს მდინარაძე და აღნიშნავს, რომ "შეიძლება, ვიღაცისთვის დაუჯერებელი იყოს, რომ მართლა ჩემი გულწრფელი სურვილი იყო". დამატებით კითხვაზე, როგორი რეაქცია ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, მისი ყოფილი მინისტრი პასუხობს - "იყო პოზიცია, რომ მე ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ თუ მაინცდამაინც... შემდეგ მე ვცდილობდი ჩემს საჭიროებებზე, რაც თქვენ გელაპარაკეთ, ცოტა სხვა კონტექსტში, ახლა ასეთი საუბარი, რაც კამერის წინ არის, არ ხდება ხოლმე, ხო? უფრო შინაურული საუბარი მიდის, ბუნებრივი ამბავია და, ბოლოს, კი ბატონოვო, გაიგეს ჩემი გადაწყვეტილება და ასე დავშორდით ერთმანერთს".
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)