|
2026-08-27 11:23:54, 1126 ნახვა
სამართალი
მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ 70 წლის შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ნეტგაზეთს შოთა ოდიშვილის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ განუცხადა, ის გურჯაანის იზოლატორშია გადაყვანილი. შოთა ოდიშვილი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. იგი 23 აგვისტოს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან წასული მთავრობის ადმინისტრაციასთან დააკავეს. „აქცია რომ დამთავრდა, მთავრობის ადმინისტრაციასთან ავიდა და ადმინისტრაციის წინ შემაღლებულზე იყო ჩამომჯდარი და ამბობს, რომ ტელეფონში სუდოკუს ვთამაშობდიო. ეცვა მაისური [წარწერით]. ჩემთვის ვიჯექი, არანაირი კომუნიკაცია არ მქონია არცერთ პოლიციელთან, მოვიდნენ პოლიციელები და მითხრეს, რომ გამოგვყევი მანქანასთანო, რაზეც დაემორჩილა და გაჰყვა მანქანასთან. უთხრეს, რომ ცოტა ხანს მოიცადეო და შემდეგ მიდის რამდენიმე პოლიციელი რამნდეჯრმე და ეუბნებიან, რატომ აგინებდი პოლიციელებსო. ამის სამხრე კამერებიც წარმოგვიდგინეს. შოთა ოდიშვილი ეუბნება, რომ ტყუილია, არავისთვის მიგინებია, აგერ არ ვიჯექი და მოვედი ჩვეულებრივადო? მაისურზე გადაუღეს ფოტო, დააკავეს, დაადეს ხელბორკილები და შეუდგინეს ოქმი ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით – წვრილმანი ხულიგნობით ამ მაისურის გამო და 173-ე მუხლით, რომ თითქოს პოლიცილებს აგინებდა. თუმცა არაფრით არ დასტურდება, რომ პოლიციელებს შეაგინა. სასამრთლოზე პოლიციელი მოიყვანეს და იმას ათქმევინეს, რომ ჩვენ გვაგინებდაო“, – აცხადებს გიორგი ტაბატაძე.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)