|
2026-08-27 10:52:48, 1009 ნახვა
სამართალი
ავარია ოზურგეთში: 16 წლის გოგონა დაიღუპა, სამი დაშავდა
გურიის მოამბის ცნობით, გუშინ ღამით, ოზურგეთი-შემოქმედის გზაზე, სოფელ წითელმთასთან ახლოს, მძიმე ავარია მოხდა. ავარიის შედეგად, თბილისელი 16 წლის გოგონა გარდაიცვალა, ხოლო კიდევ სამი ახალგაზრდა დაშავდა. მედალფას კლინიკის ცნობით, გარდაცვლილი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს: თავის ქალისა და მენჯის ფუძის მოტეხილობები, ღვიძლის დაზიანება და სხვა დაზიანებები. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამი დაშავებული მოტეხილობებითა და დაზიანებებით მედალფაში რჩება. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ კი ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზოში შევარდა. გარდაცვლილი სოფელ გომში სტუმრობდა. დაშავებულთაგან ერთი წითელმთას მკვიდრი იყო, დანარჩენი ორი კი გომიდან. ავარიის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევას გულისხმობს.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)