|
2026-08-26 15:56:17, 1157 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელი გორდულაძე რუსების მასიურ შემოდინებას ისევ ნაცებს აბრალებს
ბოლო პერიოდში ლარსის გამშვები პუნქტიდან უფრო მეტი ადამიანი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. ეს სტატისტიკაა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ასე ძალიან არ უყვარს, – ამის შესახებ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა. გორდულაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია რუსოფობიით შუღლის ჩამოგდება და დაძაბულობის შექმნა. „ავრცელებენ საპირისპირო ინფორმაციას, თითქოს საქართველოში რამდენიმე ასეულობით ათასი ადამიანი შემოდის, ქვეყანაში რჩებიან და მოქალაქეობას იღებენ. ეს აბსოლუტური ტყუილია. მოქალაქეობის მინიჭება კანონით გათვალისწინებული წესით ხდება. „ნაცმოძრაობის“ კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც გარე პატრონებმა მისცეს დავალება, რომ უნდა ებრძოლონ ყველაფერს, რაც ქართულ საზოგადოებას ხელს აძლევს. მათი მიზანია, რუსოფობიით შუღლი ჩამოაგდონ და დაძაბულობა შექმნან. 16 წლის წინ მათი ლიდერი და სისხლიანი რეჟიმის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტთან ფლაერებს არიგებდა და რუს ტურისტებს ქვეყანაში ეპატიჟებოდა. ვანო მერაბიშვილი ამბობდა, რუსულ ფულს სუნი არ ასდისო, ლაკა ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე რუსულ ინვესტიციებს ახალისებდნენ და მიესალმებოდნენ. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე გაასხვისეს. მაშინ მათი მოქმედება ასეთი იყო, რადგან დავალებაც ასეთი ჰქონდათ. ახლა დავალება შეიცვალა და მითითებაა, რომ ქსენოფობიური კამპანია ჰქონდეთ. 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალე გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კულტურის სამინისტროს წერილით მიმართავდა, რომ ქვეყნებს შორის კულტურული თანამშრომლობა აღმდგარიყო. ამის შემდეგ, ევროსაბჭოში რეზოლუციის მხარდაჭერა და რუსეთისთვის მიყიდული სტრატეგიული ობიექტებიც გვახსოვს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას მხარი ისე დაუჭირეს, რომ საქართველოს ამით არაფერი მიუღია. თურმე, მაშინ რუსეთი ოკუპანტი არ ყოფილა და ოკუპანტი უკრაინის ომის შემდეგ გახდა. მაშინ გარე პატრონების მითითება სხვა იყო, ახლა შეიცვალა. ახლა მიზანია, საქართველოში მშვიდობა არ იყოს, უბედურება იყოს, რომ აგენტურამ ჯიბის გასქელება შეძლოს და შეიქმნას გარე მმართველობას დაქვემდებარებული რეჟიმი, რაც ქვეყანაში მათ დროს მძვინვარებდა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)