|
2026-08-26 15:51:51, 1047 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის წარმომადგენელმა მახაშვილმა რუსების მასიური შემოდინება ტურისტულ სეზონს დააბრალა
ჩვეულებრივი ტურისტული სეზონი მიმდინარეობს და არა მხოლოდ ერთი საზღვრიდან, არამედ საქართველოს ყველა საზღვრიდან, სახმელეთო იქნება თუ საჰაერო. განსაკუთრებული არაფერი ხდება და სტატისტიკაც ამაზე მიუთითებს – ერთი და მეორე მხრიდან ჩვეულებრივი კვეთა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელმა ლევან მახაშვილმა რუსეთის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით განაცხადა. მახაშვილის თქმით, ტურისტულ სეზონზე ყველა საზღვარი დატვირთულ რეჟიმში ფუნქციონირებს და შემომსვლელთა რაოდენობა გამსვლელების რაოდენობაზე ნაკლებია. „სჯობს, ამ ვაი პოლიტიკოსებმა საკუთარი თავი დაისაქმონ და საკუთარ ბელადებს შეხედონ, 2008 წლის ომიდან რამდენიმე დღეში რას აკეთებდნენ, როცა რუსებს ფიანდაზებს უგებდნენ და საქართველოში ასე უძღვებოდნენ. სტატისტიკით განსაკუთრებული არაფერი ხდება, ტურისტულ სეზონზე ყველა საზღვარი დატვირთულ რეჟიმში ფუნქციონირებს. შემომსვლელების რაოდენობა გამსვლელების რაოდენობაზე ნაკლებია, განსაკუთრებული არაფერი ხდება. მათი პრეზიდენტი ლარსზე იდგა და შემომსვლელ მანქანებს ეხვეწებოდა, ოღონდ აქ შემოდით და ფული დახარჯეთ, მთელი საქართველო ფეხქვეშ დაგეგებით, გადაგყვებითო. ეს ყველაფერი რუსოფობიის კამპანიის გაგრძელებაა, რომლის მიზანია დაძაბულობის შემოტანა, სიძულვილის გაღვივება. ეს არის დაპირისპირებისკენ მიმავალი გზა. ეს ადამიანები ვაი პოლიტიკოსები არიან, რადგან საზოგადოებაში, რთულ რეგიონში ერებს შორის დაპირისპირებას აღვივებენ. 2008 წლის ომი მათი ომი არ იყო? რუსეთი მაინცდამაინც უკრაინაში უნდა შევარდნილიყო, რომ პატრიოტული განწყობა გაღვივებოდათ? ეს ყველაფერი ხელოვნური და ყალბი პოლიტიკური აქტივობაა, რომლის მიზანია, ანტირუსულ ემოციებს მოერგონ. რასაც ვხედავთ, პოლიტიკურ მოდას აყოლილი პოლიტიკოსების აქტივობაა“, – აღნიშნა მახაშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)