22:40 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-26 11:42:27, 1466 ნახვა

სამართალი
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვა სცადეს – შსს-მ თბილისში 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ დაუფლების მიზნით, თბილისში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვა და ადგილიდან ავტომობილით მიმალვა სცადეს, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს.

"სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ოთხივე მათგანი ბრალდებულის სახით, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს დააკავეს.

პოლიციამ ნაქურდალი აპარატი, აპარატში არსებული 4000-მდე ლარი და ქურდობის მცდელობისას გამოყენებული ხელსაწყოები ნივთმტკიცებად ამოიღო". - წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics