|
2026-08-26 10:22:38, 1351 ნახვა
პოლიტიკა
მედვედევმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებას „გეოპოლიტიკური სამართლიანობა“ უწოდა
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 2008 წელს აღიარებამ „ახალი, სამართლიანი გეოპოლიტიკური რეალობები“ შექმნა. მან ასევე გაიმეორა 2008 წლის ომის რუსეთის ვერსია და პარალელები გაავლო უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომთან, დასავლეთი დაადანაშაულა რუსეთის მეზობლების მოსკოვის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველო და მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ორივე რეგიონს რუსეთის ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს. 18 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს, პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ბრძანებულებით, რუსეთის ფედერაციამ ოფიციალურად აღიარა აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. საერთაშორისო სამართლის დარღვევით აღიარებამ მოსკოვს და თბილის შორის დაძაბულობა გააღრმავა. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტეს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)