|
2026-08-25 12:39:06, 1694 ნახვა
მსოფლიო
AI-95 ბენზინი რუსული ბენზინგასამართი სადგურების 80%-დან გაქრა
რუსეთში მომხმარებლებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლასის AI-95 ბენზინის მწვავე დეფიციტია. ამჟამად, Infotek-ის მიერ მოყვანილი Benzonavt სერვისის მონაცემების თანახმად, მისი პოვნა 26,100 მოქმედი ბენზინგასამართი სადგურიდან მხოლოდ 5,600-შია შესაძლებელი, ანუ 22%-ში. გასულ კვირას, იმ ბენზინგასამართი სადგურების წილი, სადაც AI-95 იყო ხელმისაწვდომი, 22-30%-ს შორის მერყეობდა. ამ კლასის ბენზინის ხელმისაწვდომობა არცერთ რეგიონში არ აღემატება 50%-ს. ყველაზე ცუდი მდგომარეობა სახალინის ოლქში (3%), ასევე ანექსირებულ ყირიმში (2%) და სევასტოპოლში (1%). მოსკოვში AI-95 ბენზინი 786 ბენზინგასამართი სადგურიდან მხოლოდ 161-შია ხელმისაწვდომი - ეს 20%-ია. დიზელის საწვავი მოსკოვის 392 ბენზინგასამართ სადგურზეა ხელმისაწვდომი (50%), ხოლო AI-92 - 236-ში (30%). AI-95 ბენზინის ხელმისაწვდომობით სანქტ-პეტერბურგი ლიდერობს (42%), შემდეგ მოდის თათრეთი (41%) და ორიოლის ოლქი (36%). რუსეთში ამ კლასის ბენზინის ლიტრის საშუალო ფასი 71 რუბლია. Benzonaft აკონტროლებს მსხვილი ქსელების - Lukoil, Rosneft, Gazpromneft, Teboil, Tatneft, Neftmagistral, Trassa, TamicEnergy, General Fueller და Shell - ბენზინის ხელმისაწვდომობისა და რიგების შესახებ მონაცემებს მძღოლებისა და ღია წყაროებიდან აგროვებს. რუსეთში საწვავის კრიზისი გაუარესდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის მიერ განხორციელებული ახალი დარტყმების შემდეგ. აგვისტოს დასაწყისიდან 10-ზე მეტ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, რომელთაგან სულ მცირე ხუთი დაიხურა. Rystad-ის შეფასებით, გადამუშავების მოცულობა ამჟამად სეზონურ ნორმებზე ერთი მესამედით ნაკლებია. შედეგად, მსხვილი ნავთობკომპანიების ბენზინგასამართმა სადგურებმა ბენზინის გაყიდვების ლიმიტების აღდგენა დაიწყეს. ისინი ასევე გამოჩნდნენ სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში, თუმცა დედაქალაქისთვის საწვავის ძირითადი წყარო ურალისა და ციმბირის საწვავია. ლიპეცკის, კალუგის, ორენბურგის, ლენინგრადისა და სამარის რეგიონების, ასევე ზაბაიკალსკის მხარის ხელისუფლებამ ბენზინის გაყიდვებზე ოფიციალური შეზღუდვები დააწესა. სექტემბერში ნავთობის მწარმოებლები ვერ შეძლებენ დეფიციტის დაფარვას შიდა წარმოებით: ოპტიმისტური სცენარით, საწვავის წარმოება 10-15%-ით გაიზრდება, განუცხადეს ინდუსტრიის წყაროებმა „კომერსანტს“. NEFT Research-ის ცნობით, იმპორტის ამჟამინდელი მოცულობებიც ვერ შეავსებს ამ ხარვეზს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)