|
2026-08-25 11:01:11, 1499 ნახვა
მსოფლიო
Associated Press-ის ცნობით, აშშ 200 000-მდე უცხოელისთვის ვიზების გაუქმებას გეგმავს.
„ასოშიეითედ პრესის“ ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება, გააუქმოს 200 000-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქის ბიზნეს და ტურისტული ვიზები, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს ან ამჟამად ითხოვენ მას. თუ ეს მოხდება, ეს იქნება აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მასობრივი ვიზის გაუქმება. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტებისა და აშშ-ის ორი ჩინოვნიკის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტი, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში გამოაცხადებს 2016-დან 2026 წლამდე გაცემული ე.წ. B1 და B2 ვიზების გაუქმების შესახებ, რომელთა მფლობელებმაც განაცხადეს ან ამჟამად ითხოვენ თავშესაფარს. „ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ სამშობლოს უსაფრთხოების დეპარტამენტთან იმ უცხოელი მოქალაქეების არაიმიგრანტული ვიზების იდენტიფიცირებისა და გაუქმების მიზნით, რომლებიც შეერთებულ შტატებში მოკლევადიანი ყოფნის მოთხოვნით ჩავიდნენ და შემდეგ მუდმივი ბინადრობის უფლებით თავშესაფარი მოითხოვეს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომი პიგოტმა. ჩინოვნიკების თქმით, მათი სტატუსის გაუქმება აუცილებლად არ გამოიწვევს მათ დაუყოვნებლივ დეპორტაციას. ოფიციალური პირების თქმით, თავშესაფრის მოთხოვნის პროცესში მყოფი ადამიანების უმეტესობა გადაკვალიფიცირდება, მაგრამ დაკარგავს ბიზნეს ან ტურისტული მოგზაურების სტატუსს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)