|
2026-08-24 23:18:20, 2987 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ ოფიციალურად დაიწყო ოპერაცია „გარიყული ეკონომიკა“ ირანის წინააღმდეგ
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ბესენტმა გამოაცხადა ოპერაცია „გარიყული ეკონომიკა“-ს დაწყების შესახებ, რომლის მიზანია ირანის ეკონომიკის სრული იზოლირება გლობალური ფინანსური სისტემისგან. ბესენტის თქმით, ვაშინგტონი ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ახალ სანქციებს უახლოეს კვირებში გამოაცხადებს. შეზღუდვები შესაძლოა ამ კვირის ბოლომდე დაწესდეს მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტზე. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დღეს სანქციები დააწესა მსოფლიოს მასშტაბით 60-ზე მეტ კომპანიას, ფიზიკურ პირსა და გემს, რომლებიც, აშშ-ის ხელისუფლების თქმით, ირანს ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების შეძენაში ეხმარებიან. ახალი შეზღუდვები ასევე გავლენას მოახდენს ციფრულ აქტივებზე, ტექნოლოგიებზე, ოქროს ბაზარზე, ავიაციასა და გადაზიდვებზე. ბესენტმა განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერებმა უნდა „გააკეთონ არჩევანი“ აშშ-სა და ირანს შორის. მან დასძინა, რომ ტრამპმა მოლაპარაკებები გამართა რიგ უცხოელ ლიდერებთან თეირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი ეკონომიკური ზეწოლის კამპანიასთან დაკავშირებით. ვაშინგტონი აპირებს გაამკაცროს კონტროლი ირანთან დაკავშირებულ ფინანსურ ნაკადებზე და უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად გამოყენებული შემოსავლების „ნულოვანი გაჟონვა“. „ისინი, ვინც ირანის რეჟიმთან ასოცირდება, უნდა ელოდონ, რომ მომაკვდავი რეჟიმის იზოლაციაში მიიღებენ მონაწილეობას“, - გააფრთხილა ბესენტმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)