|
2026-08-24 16:22:50, 2673 ნახვა
სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი - ნათია თამაზაშვილი
ადვოკატი და ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისდა, ნათია თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ ექსპრემიერი პოლიტიკური პატიმარია. "ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ამას სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს და ეს სრულად არის პოლიტიკური პროცესი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი... ვერ გეტყვით, ვის ინტერესებში შედის, ეს ლოგიკას არ ექვემდებარება, ჩემი პირადი შეფასებით შემიძლია გითხრათ, რომ არალოგიკურია მიმდინარე პროცესები, არარსებულ ბრალზეა საერთოდ საუბარი და დამატებით რა უნდა ვთქვა გარდა იმისა, რომ ეს არის სრულად პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური დევნილია ირაკლი დღეს" - ამბობს თამაზაშვილი TV პირველთან. ადვოკატის და ღარიბაშვილის ცოლისდის თქმით, "ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ ქრთამზე არ არის საუბარი და არც აღიარა, ხელიც არ მოაწერა ირაკლიმ ამ ბრალდებას". ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება დღეს, 24 აგვისტოს წარუდგინეს. მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)