13:32 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-24 16:21:25, 2711 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილის ადვოკატი: კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ ეს ბრალი შეთითხნილია?

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის შეფასებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დღეს წარდგენილი ბრალი არის ექსპრემიერის მიმართ პოლიტიკური დევნა. გელაშვილის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა დადგენილებას ხელი არ მოაწერა, რადგან ბრალს არ აღიარებს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას.

"მან, რა თქმა უნდა, ხელიც კი არ მოუწერა ბრალის დადგენილებას. ის არ აღიარებს წარდგენილ ბრალს და აპირებს, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ბრძოლას.

ირაკლი ღარიბაშვილმაც დაადასტურა, იცით ახლა, მისი წერილების გამოქვეყნების შემდეგ რამოდენიმეჯერ გაიჟღერა ასეთმა ფრაზამ, თითქოს ეს წერილი იყო აბსურდი, სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ა.შ. […] ივლისში გამოგზავნილ წერილში რომ შინაარსობრივად წერია, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ და დღეს სწორედ ეგ ხდება, ეს კითხვა მაქვს საზოგადოებასთან, კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ ის ბრალი, რაც დღეს წარუდგინეს ირაკლი ღარიბაშვილს, არის შეთითხნილი, არ შეესაბამება სიმართლეს? […]

მან განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდი. ამის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა და მიხვდა, რომ აი, ამდაგვარ რაღაცას უმზადებდნენ მას შემდეგ, რაც ეს შემონათვალი იყო და წერილი, რომელიც მან გამოაქვეყნა, შესაბამისად, თქვენ დასვით ასეთი კითხვა, რომ აბა რითია ეს ყველაფერი განპირობებული.

მისი ცალსახა პოზიციაა და აცხადებს და გიცხადებთ და ალბათ კიდევ თვითონაც განაცხადებს შემდგომში, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა მის მიმართ, ზუსტად შინაარსშივეა იქ ჩაწერილი… დღეს ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც ადვოკატს მიმაჩნია, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი." - აცხადებს ადვოკატი.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სოჭში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, უკრაინამ S-400 სარაკეტო სისტემას შეუტია.
კახეთში 6 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია - ღვინის ეროვნული სააგენტო
8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა - საქსტატი
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics