|
2026-08-23 17:13:16, 3148 ნახვა
მსოფლიო
ნორვეგია 2027 წელს უკრაინას დაახლოებით 9.2 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუგზავნის
ნორვეგია აპირებს, 2027 წელს უკრაინისთვის დახმარების 85 მილიარდ ნორვეგიულ კრონაზე (დაახლოებით 9.2 მილიარდი დოლარი) შენარჩუნებას, იტყობინება მთავრობის პრესსამსახური. იგივე თანხაა გათვალისწინებული უკრაინისთვის დახმარებისთვის 2026 წელს ნანსენის პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2023 წლიდან 2030 წლამდე გაგრძელდება. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ ამის შესახებ კიევში ვიზიტის დროს განაცხადა. მან ხაზი გაუსვა ოსლოს ვალდებულებას, გააგრძელოს უკრაინისთვის სამხედრო და სამოქალაქო მხარდაჭერა რუსული სარაკეტო და დრონებით თავდასხმების გაძლიერების ფონზე. კიევში სტორი მონაწილეობს უკრაინას, სკანდინავიურ და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის შეხვედრაში, სადაც განიხილება შემდგომი მხარდაჭერა და მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის წარმომადგენლებთან. მან ასევე მოინახულა ბაზარი ლუკიანივსკაიას მოედნის მახლობლად, რომელიც ბოლო დროს რუსული დარტყმების შედეგად დაზიანდა. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, კიევში დაფიქსირებული ნგრევა აჩვენებს უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე მიმდინარე თავდასხმების შედეგებს. ნანსენის პროგრამა უკრაინას გრძელვადიან დახმარებას სთავაზობს. 2026 წელს ნორვეგია ამ მიზნებისთვის 85 მილიარდ ნორვეგიულ კრონას გამოყოფს და ქვეყნის მთავრობა მომავალ წელსაც მსგავსი დაფინანსების დონის შენარჩუნებას გეგმავს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)