|
2026-08-23 15:27:53, 2360 ნახვა
სამართალი
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცი, ჩეჩნეთიდან/რუსეთიდან, გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცი, ჩეჩნეთიდან/რუსეთიდან, გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი და ადვოკატი ეჭვობენ, რომ საქმე შესაძლოა მკვლელობას ეხებოდეს. დიმიტრი მენიაევის ცხედარი 15 აგვისტოს, ბათუმში, საკუთარ ბინაში იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ ბინაში არსებობდა საეჭვო კვალი, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ გარდაცვალების დროს იქ სხვა პირიც იმყოფებოდა. “დაკავებული არავინ არის, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ოჯახს პრეტენზია აქვს, მისი გარდაცვალება არ უკავშირდება თვითმკვლელობას, ოჯახი ვარაუდობს, რომ შესაძლოა მის გარდაცვალებასთან სხვა პირები იყვნენ კავშირში. ის ლგბტ თემის წარმომადგენელი იყო, ეს ადამიანი ისეთ გარემოში გარდაიცვალა, არავის დაუნახია, არ ავადმყოფობდა, პრობლემები არ ჰქონია. 21 წლის მამაკაცის გარდაცვალება ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული გამოძიება, ოჯახი დაზარალებულად ცნობას ითხოვს, მაგრამ უარყოფითი პასუხი მივიღეთ ჯერჯერობით, რაც მათ სამართლებრივ შესაძლებლობას ართმევს, რომ გაეცნონ საქმის მასალებს ახალგაზრდა მარტო ცხოვრობდა, რუსეთის მოქალაქეა, ებრაული წარმოშობის. 15 აგვისტოს გადაასვენეს ექსპერტიზაზე, საქართველოში დაკრძალავენ. 3 აგვისტოს ბოლოს "ტელეგრამზე" იყო კონტაქტზე”, - - აცხადებს ადვოკატი ზვიად მარკოიძე. საქმეს ამჟამად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით — თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაციით — იძიებენ. ოჯახი და ადვოკატი ითხოვენ სრულ, ობიექტურ და საფუძვლიან გამოძიებას, მათ შორის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დაუყოვნებლივ ამოღებას და ყველა შესაძლო მტკიცებულების შესწავლას.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)